სოფოკლე “ოიდიპოს მეფე” და სტრავინსკი

როდესაც ძვ.წ. 406 წელს 90 წლის სოფოკლე ათენის მიწას მიებარა, ათენელებმა მისი კულტი დააწესეს თავიანთ ქალაქში და ისევე სცემდნენ თაყვანს, როგორც თავიანთ მფარველ ღვთაებას.
პოეტის ამგვარი გაღმერთება ერთობ იშვიათი იყო ძველ საბერძნეთში. ასეთი ხვედრი მხოლოდ რამდენიმე პოეტს ერგო წილად: ჰომეროსს, არქილოქესა და ესქილეს. სოფოკლეს ეს პატივი იმიტომ მიაგეს, რომ იგი თავისი ღრმა რელიგიურობითა და შემოქმედებით ფრიად გამორჩეული და განსაკუთრებული პიროვნება იყო ბერძენთათვის. სოფოკლეს სულიერ სიდიადეს ადასტურებს ის შვიდი ტრაგედია და მრავალი მცირე ფრაგმენტი, მისი 120-ზე მეტი დრამიდან რომ შემოგვრჩა დღესდღეობით. ამისივე საბუთია მისი ცხოვრებაც.
სწორედ მის ნაწარმოებებზე ვაპირებ საუბარს ამ გვერდზე „თებეს ტრაგედიები“ და დღეს შევეცდები გადმოგცეთ ჩემი შთაბეჭდილებები ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ ნაწარმოებთან დაკავშირებით.


ალბათ უმრავლესობა თქვენთაგანს წაკითხული ან გაგონილი მაინც აქვს რამე სოფოკლეს შემზარავ „ოიდიპოს მეფეზე“ როელიც 24 საუკუნეა სხვადასხვა პროფესიის ადამიანთა ინტერესის სფეროა, ნაწარმოები შეიქმნა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 425 წელს და ამის შემდეგ მრავალჯერ გამხდარა კაცობრიობის ვნებათაღელვის მიზეზი მრავალი ხელოვანისთვის და არა მარტო ხელოვანისთვის გამხდარა შთაგონების წყარო.


ნაწარმოები მოკლედ მოგვითხრობს იმ მითის შესახებ რომელიც ძველ საბერძნეთში იყო განთქმული ბავშვზე რომელიც დაიბადა პელოფსის მიერ დაწყევლილი მეფის ლაოსის ოჯახში, თებეში, მეფე მის შვილს უნდა მოეკლა და საკუთარი დედა უნდა მოეყვანა ცოლად, სწორედ ამიტომ მეფე ლაოსმა მისი ერთადერთი შვილი მოსაკლავად მწყემსს გაატანა რომელსაც ბავშვი შეეცოდა და მეზობელ სამეფოში გაგზავნა სხვა მწყემსის ხელით, იქ მეზობელი სამეფოს მეფე-დედოფალმა იშვილა და გაზარდა, როდესაც ოიდიპოსმა გაიგო მისი შვილად აყვანი მიზეზი დაიწყო ნამდვილი მშობლების საძებნელად წასვლა და გზად მისი მამა ლაოსი მოკლა, ქალაქში შესასვლელად კი გამოიცნო სფინქსის გამოცანა და ქალაქი დაიხსნა საშინელი ურჩხულისგან ამის გამო მეფედ გამოაცხადეს და საკუთარი დედა შერთეს ცოლად, ასე ახდა წყევლა რომელიც ფინალში თავს დაატყდება ოიდიპოსს და თვალებს დაითხრის. ნაწარმოები გაჯერებულია უმთავრესი რელიგიური, ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური საკითხების დრამატულად დამუხტული კომპლექსით რომელიც მკითხველის დაინტერესებასა და ცოტა აღელვებასაც იწვევს.

სწორედ ამ ნაწარმოებზე დაწერა დიდმა რუსმა კომპოზიტორმა იგორ სტრავინსკიმ მისი გენიალური ნაწარმოები (ოპერა ორატორია) „ოიდიპოს მეფე“ რომელიც გამოირჩევა მისი მძიმე სიუჟეტითა და მასიური სცენებით, მოკლედ ბევრს აღარ ვისუბრებ და თვითონ შეაფასეთ ეს ნაწარმოები.

About these ads
Leave a comment

8 Comments

  1. ოიდიპოსის სინდრომიც მაქედან წარმოიშვა.

    Reply
  2. სანდრო

     /  2012/01/19

    წარმოიშვა რა, ფროიდმა წარმოშვა :)

    Reply
  3. interesting …

    Reply
  4. სანდრო

     /  2012/01/20

    thanks :)

    Reply
  5. ოიდიპოსზე რაღა ვთქვა… აი, სტრავინსკის ნაწარმოები კი მართლაც შთამბეჭდავია, როგორც ყოველთვის…

    Reply
  6. სანდრო

     /  2012/01/20

    მადლობთ კომენტარისთვის, სტრავინსკი მეც ძალიან მომწონს

    Reply
  7. არ წამიკითხავს, მაგრამ ბევრი დადგმა მინახავს, ძლიერი დრამატული ნაწარმოებია!

    Reply
    • სანდრო

       /  2012/10/07

      გეთანხმებით, ნამდვილად.

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: