სამარცხვინო სტატისტიკა-ქართველი ბავშვების წიგნიერების დონე

უკვე რამდენიმე წელია მსოფლიოში ტარდება კვლევა წიგნიერების დონის შესახებ მათ შორის საქართველოშიც სადაც საგანგაშო მდგომარეობაა ამ მხრივ.
2006-2007 წლებში ორგანიზაციებმა PIRLS და PISAM-მ საქართველოში ჩაატარეს კვლევა 9-10 და 14-15 წლის ბავშვებში წიგნიერების დონის შესახებ. კვლევა ტარდებოდა წერითი მეტყველიების გამოყენების და წაკითხულის გააზრების მეთოდით. წაკითხულის გააზრება შედგებოდა ამ პროცესებით:
ექსპლიციტურად მოცემული ინფორმაციის პოვნა-22%
უშუალო დასკვნის გამოტანა-28%
აზრებისა და ინფორმაციის საკუთარ ცოდნასთან ინტეგრირების საფუძველზე-37%
ტექსტების ენის შეფასება და მხატვრული ხერხების გააზრება-14%
ეს კვლევა მსოფლიოს 45 ქვეყანაში ჩატარდა 215000 მოსწავლეზე, მათ შორის ჩატარდა საქართველოს ყველა რეგიონში 4350 მოსწავლეზე და დადგინდა რომ ქართველ ბავშვებს PIRLS-ის საერთაშორისო სკალირებულ საშუალოზე დაბალი მიღწევები აქვთ და ქართველი ბავშვების წიგნიერების საერთო მაჩვენებელი სტატისტიკურად მნიშვნელოვნად ჩამორჩება PIRLS-ის საერთაშორისო სკალირებულ მაჩვენებელს. ქართველი ბავშვების 18% აღმოჩნდა მიღწევების საერთაშორისო სკალის დაბალი საფეხურის ქვემოთ.

საქართველოს რეგიონები
საერთაშორისო მიღწევების საფეხური
უმაღლესი საფეხური
• ქვემო ქართლი-1.6%
• სამეგრელო-ზემო სვანეთი-1.5%
• მცხეთა-თიანეთი-1.3%
• თბილისი-1.2%
(საქართველო 1%)
მაღალი საფეხური
სამეგრელო-ზემო სვანეთი-19%
ქვემო ქართლი-19.1%
თბილისი-16.1%
იმერეთი-15.2%
(საქართველო-15%)


კვლევა ჩატარდა საქართველოს 149 სკოლაში,119 სკოლის ვერცერთმა მოსწავლემ ვერ დაძლია უმაღლესი საფეხური და 41 სკოლის ვერცერთმა მოსწავლემ ვერ დაძლია მაღალი საფეხური.
ასევე დადგინდა რომ ქალაქში მცხოვრებ მოსწავლეთა 12% აღმოჩნდა მიღწევების საერთაშორისო სკალის დაბალი საფეხურის ქვემოთ, სოფლად მცხოვრებ მოსწავლეთა ანალოგიური მაჩვენებელი 25.5%.
კვლევის საფუძველზე ასევე დადგინდა რომ მოსწავლეთა წიგნიერებაზე ყველაზე დიდ ზეგავლენას ახდენს მასწავლებელი და ოჯახი. კითხვაში უფრო მაღალი მიღწევები აქვთ იმ მოზარდებს:
• რომელთა მშობლებს კითხვა სიამოვნებას ანიჭებს და ხშირად კითხულობენ;
• რომელთა ოჯახშიც ბევრი წიგნია;
• რომლებიც ადრეული ასაკიდანვე ჩართულნი არიან წიგნიერებასთან დაკავშირებულ აქტივობებში.
მშობლების განათლების დონის მხრივ საქართველო კითხვაში საშუალოზე მაღალ მონაცემების მქონე ქვეყნებთან ერთად ლიდერობს.
• მშობლების 40%-ზე მეტს აქვს უმაღლესი განათლება;
• საქართველოს მოსწავლეთა მშობლების 42% კითხვას კვირაში უთმობს 5 საათზე მეტს.
ქართველ მოსწავლეთა 41%-ის მშობელს აქვს კითხვისადმი განწყობის მაღალი ინდექსი (საერთაშორისო საშუალო 52%)
კვლევამ დაადგინა რომ საქართველოში მოსწავლეთა წიგნიერების დონე ძალიან დაბალია და მკვეთრად ჩამორჩება ევროპის ქვეყნების დონეს ის დგას ისეთი ქვეყნების გვერდით როგორებიც არიან სამხრეთ აფრიკა, ირანი და კატარი.

ს.ს.

About these ads
Leave a comment

6 Comments

  1. ჰო ეს მართლაც შემაშფოთებელია… ძალიან ცოტაა ისეთი ვისაც წიგნის კითხვა სიამოვნებას ანიჭებს, მაგრამ ამას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს და ძალიან დიდი თემაა. ამ პრობლემასთან დაკავშირებით პროექტს ვწერ, რაც ბიბლიოთეკის საჭირო წიგნებითა და ინვენტარით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. მე ზუგდიდელი ვარ და ჯერჯერობით მხოლოდ ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკის გაუმჯობესებას ვისახავ მიზნად.
    პ.ს. მეც ბლოგერი ვარ, ოღონდ უფრო სამოქალაქო განათლების კუთხით ვმუშაობ, ასე ვთქვათ მოქალაქე–ჟურნალისტი ვარ. გამიხარდა, რომ ასეთ სტატიას ქართულ ბლოგზე გადავაწყდი.
    http://www.radingallday.blogspot.com/ ეს ჩემი ბლოგის მისამართია და თუ სურვილი გექნებათ მეწვიეთ.

    Reply
  2. სანდრო

     /  2012/01/12

    აუცილებლად, გმადლობთ კომენტარისთვის

    Reply
  3. სამწუხარო სტატისტიკაა. ამ თემაზე მეც არაერთხელ დამიწერია და არამგონია მას მერე რამე შეცვლილიყო. გეთანხმები რომ ის ადამიანები უფრო მეტს კიტხულობენ ვის ოჯახშიც არის კიტხვის კულტურა და წიგნის სიყვარულს ბავშვობიდანვე უნერგავენ, მაგრამ რამდენად მოქმედებს ბავშვზე წიგნების რაოდენობა არვიცი… ჩემ გარშემო ბევრი ადამიანი ვიცი, ვისაც სახლში მთელი ბიბლიოთეკები აქვს მაგრამ არც ერთ წიგნს გაკარებია ცხოვრებაში,
    სამწუხაროდ :(

    Reply
    • სანდრო

       /  2012/11/28

      ძალიან საინტერესოა, თქვენს ნაშრომებსაც გადავხედავ :)

      Reply
  1. შეიცვალა თუ არა წიგნიერების დონე საქართველოში? « ლიტერატურა დღეს
  2. შეიცვალა თუ არა წიგნიერების დონე საქართველოში? « სანდროს ”ლიტ” ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: